ინა და ნინა ჩანტლაძეები ფრანკოფონიის ფესტივალის პოეზიის საღამოზე

ინა და ნინა ჩანტლაძეებმა ქართული ლიტერატურა წარადგინეს ფრანკოფონიის ფესტივალის პოეზიის საღამოზე, რომელიც ქ. ვაშინგტონში  გაიმართა. ტყუპმა დებმა სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკები „მეფე და მხატვარი“ და „კუ და მორიელი“ წაიკითხეს ქართულ და ფრანგულ ენებზე.

აშშ-ში საქართველოს საელჩო, პარტნიორ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად, წლებია მონაწილეობას ღებულობს ქ. ვაშინგტონის ყოველწლიურ ფრანკოფონიის ფესტივალში, რომელიც წელს პანდემიის გამო სახეცვლილი ფორმატით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.