თბილისში ძველი ნივთების ღამის ბაზრობა გაიმართება

ე.წ. ალექსანდროვის ბაღში 25 ივლისს  ძველი ნივთების ღამის ბაზრობა Tbilisi Night Market გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით Tbilisi Night Market (ღამის ძველმანების ბაზარი) საუკეთესო სივრცეა საინტერესო ხალხთან და ნივთებთან შესახვედრად; ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში.

„ზაფხულის საღამოს, მეგობრებთან ერთად, მოდით ალექსანდროვის ბაღში, ერთად გავაცილოთ მზე თბილისის თავზე და შევხვდეთ ვარსკვლავებიან ღამეს, მოვუსმინოთ მუსიკას და გავგრილდეთ გემრიელი სასმელით.  Tbilisi Night Market-ზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გათავისუფლდით საგნებისგან, რომლებიც აღარ გჭირდებათ და შეიძინეთ ახალი ნივთები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და ღამის ორ საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.