,,თქვენ მე დიდი სტიმული და მოტივაცია მომეცით, არ შევწყვიტო წერა“ – როგორ დასრულდა პროექტი ,,წერილები გზიდან“

ჩანახატების კონკურსი „წერილები გზიდან“ დასრულდა. ემიგრანტებისთვის შექმნილ პროექტს „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახორციელებს.

კონკურსის პირველი თემა იყო “ჩემი ეზო“. ის ორ ეტაპად ჩატარდა და მონაწილეები მკითხველებთან ერთად, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. მათ 2 გამარჯვებული გამოავლინეს: მაია დედაბრიშვილი და თინათინ გეგელაძე. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი. ასევე, დაწესებული იყო მკითხველის სიმპათიის პრიზი, რომელიც ფატი ბოკელავაძემ დაიმსახურა. გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასაჩუქრებს. პროექტი ყოველ 2 თვეში ერთხელ განახლდება და ახალი საკონკურსო თემით, ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს.

ვიდეობლოგი ,,მედიატორი“ დღეს თინათინ გეგელაძეს და ფატი ბოკელავაძეს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები