“გამარჯობა, მე მქვია თბილისი”
20 ივლისს, ბალჩიკში, ბულგარეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით- “გამარჯობა, მე მქვია თბილისი”.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრები ქართველ ფოტოგრაფებს ზაქარია ჭელიძეს, სოფო ტიტვინიძესა და თინათინ ბრეგვაძეს ეკუთვნით.
გამოფენა ბულგარეთში საქართველოს ელჩის, თამარ ლილუაშვილისა და მუნიციპალიტეტ ბალჩიკის მერის ერთობლივი ინიციატივით გაიხსნა და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.