“გამარჯობა, მე მქვია თბილისი”

20 ივლისს, ბალჩიკში, ბულგარეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით- “გამარჯობა, მე მქვია თბილისი”.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრები ქართველ ფოტოგრაფებს ზაქარია ჭელიძეს, სოფო ტიტვინიძესა და თინათინ ბრეგვაძეს ეკუთვნით.

გამოფენა ბულგარეთში საქართველოს ელჩის, თამარ ლილუაშვილისა და მუნიციპალიტეტ ბალჩიკის მერის ერთობლივი ინიციატივით გაიხსნა და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.