ამერიკის საჩუქარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს
ამერიკის საელჩოს ცნობით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ ქვეყანას გადასცა $232 170 დოლარის ღირებულების სახანძრო მანქანა, რომელიც აღჭურვილია ოთხი წამყვანი თვლით და მთიან რელიეფზე ცეცხლთან საბრძოლველად გაზრდილი შესაძლებლობებით.
ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას, რომელიც ხშირი ტყის ხანძრების საფრთხის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა.
„ეს დახმარება, მხოლოდ, ნაწილია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დიდი ძალისხმევისა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გვერდში დაუდგეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის გაუმჯობესებაში.“ – ნათქვამია განცხადებაში.