საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეიდან შვეიცარიის საზღვრები იხსნება 

ქვეყანა  საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრებს  20 ივლისიდან ხსნის. შვეიცარიის საელჩოს ცნობით,  მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია  შვეიცარიის მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.