FlyUIA აგვისტოში კიევიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA აგვისტოს ფრენების განრიგს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანია აგვისტოში კიევიდან (ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან) ფრენებს შეასრულებს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით.

ავია ნიუსის ინფორმაციით ავიაკომპანია საქართველოს ავაბაზარზე ოპერირებას 1-ელი ივლისიდანაც გეგმავდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა 1-ელი აგვისტომდე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, უკრაინაში “მწვანე ზონის” ქვეყნებიდან ჩასული მგზავრი სავალდებულო კარანტინისგან ან თვითიზოლაციისგან თავისუფალია და ის ქვეყანაში გადაადგილებას სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლის შემდეგ თავისუფლად შეძლებს. ხოლო “წითელი ზონის” ქვეყნებიდან ჩასული მგზავრი კი უკრაინაში სავალდებულო 14 დღიან კარანტინს დაექვემდებარება. თუმცა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით არის გამონაკლისიც, თუ კი მგზავრი PCR Test-ს ჩაიტარებს და ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, ის უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო “მწვანე ზონაში” მყოფი ქვეყანაა და შესაბამისად საქართველოდან უკრაინაში ჩასული მგზავრი, თერმოსქრინინგის შემდეგ, სურვილისამებრ შეძლებს გადაადგილებას.

შეგახსენებთ, რომ FlyUIA საქართველო-უკრაინას შორის წლებია ოპერირებს. საყოველთაო კარანტინის პერიოდში ავიაკომპანია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე სპეცრეისიც განახორციელა და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.