იტალიისა და საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობა

იტალიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, ნატოს პროგრამის ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” (SPS) ეგიდით, რომელიც ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი მიზნებით სამეცნიერო თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, ამოქმედდა მრავალწლიანი პროექტი “Network for alerting and managing public safety and resilience – REACT”.

“პროექტში მონაწილეობენ იტალიური, ქართული და ამერიკული ინსტიტუციები (ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოკლაჰომას უნივერსიტეტი). ინიციატივის მიზანია ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდა ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური იარაღის გამოყენებით ტერორიზმის საფრთხის მიმართ.

ამ მიზნით, მონაწილე ინსტიტუციები ითანამშრომლობენ მრავალენოვანი და რეალურ დროში განახლებადი ინოვაციური პლატფორმის განსახორციელებლად, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაფრთხილებისა და შესაძლო კრიზისზე რეაგირების მუდმივმოქმედი სისტემის შექმნა.

ეს მოწინავე პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამდიდრებს რომსა და თბილისს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.