ისლანდიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა
კიდევ ერთმა ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ ისლანდიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა. რეიკიავიკში გადაწყვეტილება ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.
სიაში საქართველოს გარდა კიდევ 13 ქვეყანა მოხვდა: მონტენეგრო, სერბეთი, ალჟირი, რუანდა, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტუნისი, მაროკო, ავსტრალია, ტაილანდი, კანადა და ურუგვაი.
სია პერიოდულად განახლდება.