“შქმერულის” კიდევ ერთი წარმატება იაპონიაში

იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით ქართულმა კერძმა, შქმერულმა გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით მაცუიას 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდება.

მანამდე კი იაპონიის წამყვანმა გაზეთმა, ნიკკეიმ 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიტად ქცეული პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ რეიტინგში აღმოსავლეთ მაეგაშირას მეორე ნომრის ადგილი ქართულმა კერძმა, შქმერულმა დაიკავა. სიტყვა შქმერული კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებად სიტყვათა ოთხეულში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.