ახალი რეგულაციები ისრაელში – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა 

ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალ შეზღუდვებს აწესებს, კერძოდ:

  • ყოველ კვირას, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, საპარიკმახერო, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები;
  • აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულილა Take away და შინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა;
  • დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები;
  • სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში, მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება;
  • დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი;
  • მომდევნო კვირის პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.