ქუთაისს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატება
ქუთაისში აბანოები ბევრ ადგილას ყოფილა, მათ შორის ყველაზე უძველესია რუას აბანოები, რომელთაც სამკურნალო თვისებები ჰქონიათ თურმე. ჭომის ტერიტორიაზე რიყის ქვების ვეებერთელა მასივებში ხელოვნური „აბაზანები“ ადგილობრივ მოსახლეობას გაუკეთებია. ჭომის ბუნებრივი აბანოები დიდ დახმარებას უწევდა სახსრების ანთებისა და რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს. სამკურნალოდ წყლის გამოყენება XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა.
„რუას აბანოების შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti.
ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.– წერს ფეისბუქში ზვიად შალამბერიძემ.
სამკურნალო აბანოების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ზვიად შალამბერიძემ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.