ლეგალური ბინადრობის არმქონე საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ განკარგულებაში.

შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები