საქართველოში გადაღებული Lionsgate-ის ფილმის „Let It Snow“ ტრეილერი გავრცელდა

Lionsgate-ის საშინელებათა ჟანრის ფილმის Let It Snow (დაე, ითოვოს) ტრეილერი გავრცელდა.

ფილმი საქართველოში გადაიღეს და მასში საქართველოს სამთო კურორტები ჩანს.

სტანისლავ კაპრალოვის ფილმში თინათინ დალაქიშვილი, ივანა სახნო და ალექს ჰაფნერი  თამაშობენ.

ფილმის  სიუჟეტში თავისუფალი სრიალის მოყვარულები მთის აკრძალულ მონაკვეთზე შედიან, შედეგად მთავარი პერსონაჟი მია საქმროსთან კონტაქტს კარგავს და მკაცრ  პირობებში გადარჩენის გარდა ნიღბიან ადამიანსაც გაურბის, რომელსაც მისი მოკვლა სურს.

ფილმის პრემიერა 2020 წლის სექტემბერის ბოლოს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.