მკითხველებისთვის სახლიდან სარგებლობისთვის ჩართულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზა

სექტემბრის ბოლომდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის, სახლიდან სარგებლობის მიზნით ჩართულია უახლესი, საერთაშორისო მონაცემთა ბაზა “მასობრივი დაკვირვების პროექტი 1981-2009 წლებში“. ინფორმაცის თავის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს.

აღნიშნული ციფრული ბიბლიოთეკა გაგრძელება გახლავთ დიდი ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის მასშტაბური, სოციალური პროექტისა “მასობრივი დაკვირვება”, რომელიც 1937 წლიდან, მიზნად ისახავდა ევროპის მოსახლეობის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სოციალური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციების აღწერას. ეს რესურსი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო.

აღნიშნული პროექტი საინტერესოა მათთვის, ვისაც უახლესი ისტორია, ევროპული კულტურა და სოციალური მოვლენების განვითარება აინტერესებს.

ციფრული კოლექცია ეკუთვნის საერთაშორისო ციფრულ ბიბლიოთეკას Adam Matthew Digital, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნების სხვადასხვა არქივების უნიკალურ, დარგობრივ ციფრულ კოლექციებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.