Myway Airlines საქართველოს მოქალაქეებს ბარსელონადან სპეცრეისით დღეს ჩამოიყვანს

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. აღნიშნული რეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე უნდა დაეშვას. მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.