ჰააგის ბულგარულ მართლმადიდებლურ ტაძარში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება განახლდა 

ნიდერლანდების სამეფოში საქართველის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განახლდა ქალაქ ჰააგის ბულგარულ მართლმადიდებლურ ტაძარში საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზე .

მათივე ინფორმაციით, შეიცვალა წირვის ჩატარების დღე და ამიერიდან იგი გაიმართება ყოველი თვის ბოლო ორ შაბათ დღეს, სწორედ ამ დღეებში შეძლებენ მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე დასწრებას.

მიმდინარე თვეში წირვა ჩატარდება 18 და 25 ივლისს. წირვის დაწყების დრო – 10:00 საათი.

მისამართი: ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია – Bakkerstraat 57a, 2513 TI, The Hague.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები