“ბედნიერებას შეუძლია სიცოცხლე შემმატოს, მაგრამ უბედურებას არ შეუძლია ჩემი მოკვლა” – ილიას წერილი ოლღა გურამიშვილს 

„მაგრამ არა უშავს რა, რაც მოსახდენია, მოხდეს!

მე სხვა ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ბედნიერებას შეუძლია სიცოცხლე შემმატოს, მაგრამ უბედურებას არ შეუძლია ჩემი მოკვლა.

უბედურებამ შეიძლება ცოტათი შემარყიოს, მაგრამ რომ წამაქციოს, – ვერასოდეს!
ჩემ წინ დიდი გზაა გაშლილი. თუ ამ გზაზე არ მეღირსა ჩემ რჩეულთან ერთად გავიარო, ე. ი. თუ ოლიკომ გადაიფიქრა ჩემთან ერთად დაადგეს ამ გზას, – რაც ღმერთმა ნუ ქნას! – მაშინ, ყველაფრის დამკარგველს, დამრჩება ერთი იმედი – ვიცხოვრო იმ წმიდათა-წმიდა მიზნისათვის, რომელიც მე დიდი ხანია ავირჩიე…

ფიზიოლოგები, ჩემო ანგელოზო, ამბობენ, ვინც გამუდმებით მხოლოდ ერთ საგანზე ფიქრობს, მას გიჟი ეწოდებაო. თუ ეს სიმართლეა, მაშინ მეც გავგიჟებულვარ და ეგ არის, რადგან ყოველ წუთს შენითა ვარ გართული და შენზე ვფიქრობ.
წინ რა მომელის არ ვიცი.
ვიცი მხოლოდ ერთი რამ.
სულით მოვისწრაფი შენდამი, რომ მოგეხვიო და კოცნით დაგფარო.

ნახვამდის, ჩემო ძვირფასო მეგობარო!
აი უკვე მეორედ დაათენდა შენი წერილის წერაში
საუკუნოდ შენს
ილიკო ჭავჭავაძეს.“ 1863 წ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.