CERODOSBE: “საქართველო – ქვეყანა, რომელმაც გამოიგონა ღვინო”
“საქართველო – ქვეყანა, რომელმაც გამოიგონა ღვინო” – ასე ჰქვია ცნობილი ესპანური ტურისტული პორტალის, CERODOSBE-ს სტატიას, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
“ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ქვეყანაზე, რომელიც ვაზის 525 ჯიშთან ერთად ღვინის ტურიზმის სამოთხეს ქმნის” – წერს ავტორი ჯორდი კატალა და ყველაფერთან ერთად, ქვეყნის ისტორიასა და გეოგრაფიულ თავისებურებებს მიმოიხილავს.
სტატიაში საუბარია ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ტექნიკისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ღვინოების შესახებ. გარდა ღვინისა, აქცენტი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზეც კეთდება.