ვარშავა-თბილისის რეისით სამშობლოში კიდევ 171 ადამიანი დაბრუნდა

გრძელდება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი. ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში კიდევ 171 ადამიანი  დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5600 – მდე ადამიანია განთავსებული.

მომდევნო სპეციალური რეისი ბარსელონადან 15 ივლისს შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.