ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიის“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

„ლეგიამ“ „კრაკოვს“ 2:0 მოუგო. მეორე გოლი ვაკომ გაიტანა და გოლი  ქართული ცეკვით აღნიშნა.

„ჩვენ ჩემპიონები ვართ.

ლეგიას ჩემპიონობა არის იმ დაუღალავი შრომის, თავგანწირვის და ერთად ყოფნის შედეგი, რომელსაც მთელი გუნდი უკანასკნელი წლის განმავლობაში ერთად ვასრულებდით. აღმავლობისა თუ დაღმავლობის დროს ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის ერთმანეთისთვის საბრძოლველად. ეს არის ჩვენი ღირებულება.

მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ხალხს, რომელიც ქმნის საოცარ ატმოსფეროს და არის ლეგიას მე-12 მოთამაშე.

გილოცათ ყველას, ვისაც ეს წარმატება გაგიხარდათ, ეს მხოლოდ დასაწყისია! – წერს გვილია თავის ფეისბუქ გვერდზე.

გვილია „ლეგიაში“ გასული წლის ზაფხულში  გადავიდა. ამ სეზონში მან „ლეგიის“ შემადგენლობაში 11 გოლი გაიტანა. ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა, ასევე რამდენჯერმე  მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.