საქართველოს ელჩი გერმანიაში ჰანოვერის ქართულ დიასპორას შეხვდა 

საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ლევან იზორია ვიზიტით ქალაქ ჰანოვერში იმყოფებოდა, სადაც ჰანოვერის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ​ბილეფელდის გერმანულ/ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენი თანამემამულეები ქალაქ ვოლფსბურგიდან და ესენიდან.

შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის ფორმატში და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაესვა მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრაზე განხილულ იქნა, როგორც საქართველო/გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროკავშირთან მიღწეული პოლიტიკური წარმატება, საქართველოს წარმატებული მაგალითი მსოფლიო პანდემიის ბრძოლასთან მიმართებაში, საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. ელჩმა ასევე გააცნო ქართველ თანამემამულეებს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები