მწვანე ქალაქში რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართება

13 ივლისს, 21 საათზე, მწვანე ქალაქში ლისზე, მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, ყოველწლიური „რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი“ გაიმართება.

ღონისძიება  ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

კვარტეტები: ჭიათურის კვარტეტი, ქართული კვარტეტი, ჩვენი კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, თეატრალური კვარტეტი და 4 გია.

ანსამბლები: თბილისი, ჰერიო, შვიდკაცა;

ტრიო ბალადა;

ირინა ბაირამაშვილი;

თემურ თათარაშვილი;

მიშა ზაქარიაშვილი;

თემურ წიკლაური;

ნუკრი კაპანაძე.

ფესტივალის თარიღი საგანგებოდ არის შერჩეული და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 67 წელი შეუსრულდებოდა.

რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ტრიო „სიმში“. მასთან ერთად მღეროდნენ ზაზა ვეფხვაძე და ზურაბ ცქიტიშვილი. ტრიო „სიმის“ მიერ შესრულებულია ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა,  „ქუთაისო ჩემო”, „თუთა”, „ღვინის აღმართი”, „კესანები” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები