“თურქეთის ბულბული” ლაზი მომღერალი, რომლის დაკრძალვაზეც მისივე ნამღერი “დიდოუ ნანა” ესმოდა სტამბოლს ​

2005 წლის 25 ივნისს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაზების ბულბული, ქაზიმ ქოიუნჯუ, მან გააერთიანა ლაზური ფოლკი და როკი და უდიდესი წვლილი შეიტანა, ლაზური კულტურის და ტრადიციების გამოღვიძებასა და გაგრძელებაში, მისი დაკრძალვის დღეს სტამბულის ცენტრალური ქუჩები დაიკეტა, ათასობით ადამიანი გამოვიდა გარეთ, ტიროდნენ და ტაშს უკრავდნენ ლეგენდას, მის მერე და მანამდეც მსგავსი არაფერი ახსოვს სტამბულის ქუჩებს, ქაზიმს წინ მოუძღოდა მთელი სტამბოლი და წინ მიმავალი მიკროავტობუსიდან მეგრული “დიდოუ ნანა” ისმოდა… მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოფიციალური წყარო ქაზიმს თურქ მომღერლად მიიჩნევს, ბოლო გზაზე მისივე ნამღერი  “დიდოუ ნანა” ესმოდა სტამბოლს და ის ლაზი იყო..

დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში. ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის მიმართ დიდი  სიყვარულით. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“, შემდეგ კი სტამბოლის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმმა სწავლა შეწყვიტა და თავი მუსიკას მიუძღვნა.

ქაზიმი 1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს – „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები).

ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში, განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.

2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრა მოუწტვეს, რამაც წარუშლელ შთაბეჭდილება დატოვა მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებდა საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი იყო. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებდა და გაკვირვებული იყო  სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.

მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, კოლხური კულტურის გამოძახილია. 

2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა, თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ ტრაბზონსფორისთვის. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში, ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები