ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა შეხვედრა ბარსელონაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ქართული სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსით გამოწველ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დასახმარებლად გაწეული სამუშაოები.
კონსულის მიერ პასუხები გაეცა შეკითხვებს საკონსულოში სამუშაო პრაქტიკის გავლის, ქართველი სტუდენტებისათვის ესპანეთში გრძელვადიანი ბინადრობის უფლების მიღების პროცედურების, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვადასხვა საკონსულო საკითხების შესახებ.
ახალგაზრდების მხრიდან, გაჟღერდა უამრავი საინტერესო იდეა და სასარგებლო ინიციატივა. ახლო მომავალში მათი მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა კვლავ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები