მეტი მშენებლობისთვის სლაიდერი

ინტერიერის დიზაინში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები – დეტალები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ 

სახლის მოწყობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ოთახებს შორის ჰარმონიული  და თანმიმდევრული გადასვლები ისე, რომ სახლი ერთ მთლიანობად იქცეს, ყველაზე რთული ამოცანაა. ავეჯის შერჩევა, სრულყოფილი ფერები, საუკეთესო ადგილები დეკორატიული აქსესუარებისათვის, იდეალური განათება და პროპორციები – ეს ის დეტალებია, რომლებიც გამოუცდელებს ხშირად ბევრ თავსატეხს უჩენს. ყველაზე სკრუპულოზური სამუშაო სწორედ დეტალებშია და დეტალებში იმალება სრულყოფილებაც

ინტერიერის პროფესიონალმა დიზაინერებმა იმ მცირე შეცდომების სია შექმნეს, რომლებიც საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ახდენენ შედეგზე.

  1. არასწორი განათება – განათება  სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გაანადგუროთ თქვენი ინტერიერი თუ არასწორ განათებას შეარჩევთ, ზედმეტად გაანათებთ ან ჩააბნელებთ მას. დიზაინერები მსუბუქ და თბილ განათებას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ფუნქციურად იქნება განაწილებული ოთახში. 
  2. კედელთან მიტყუპებული ავეჯი – დიდი შეცდომაა როცა მთელი ავეჯი კედლის პარალელურად დგას, მხოლოდ მცირე სივრცე თუ იქნება ასეთი განლაგების გამართლება. სასურველია, სივრცე ფუნქციურად იყოს გამიჯნული –  ავეჯის ნაწილმა მოსასვენებელი ზონა შექმნას, ნაწილმა სასადილო, ნაწილმა კი სამუშაო – ავეჯის სწორად განლაგებით ეს დაყოფა კედლების გარეშეც მიღწევადია.
  3. ძალიან ბევრი დეკორაცია – დიზაინის ანი-ბანია ის ფაქტი, რომ ნახატებითა და დეკორაციებით მორთული კედელი ერთ ტონში უნდა შევღებოთ, სასურველია ფერი ღია, პასტელური იყოს. თუმცა, ამ რეკომენდაციის დაცვის მიუხედავადაც შეიძლება გადავამლაშოთ და სივრცე ზედმეტად დავტვირთოთ, გახსოვდეთ, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი წესი “სასუნთქი სივრცეების” გამოყოფაა. სწორად დატოვებული ცარიელი ადგილები ეხმარება დანარჩენ დეკორაციებს, სწორად იყვნენ აღქმულნი.

4. შიში ფერების მიმართ – რა თქმა უნდა, ყველა ოთახი ჭრელი და თამამი ვერ იქნება, თუმცა ყველაზე მინიმალისტურ დიზაინშიც კი საჭიროა ფერადი დეტალების შეტანა. სხვა შემთხვევაში სივრცე ძალიან მომაბეზრებელი და უემოციო ხდება – განსაკუთრებულ დეტალს ყველა ოთახი საჭიროებს.

5. შეცდომა ფარდების დაკიდებისას – იცოდით, რომ ფარდებს აქვთ უნარი, შეცვალონ ოთახის ვიზუალური აღქმა? ზედმეტად დაბლა დაკიდებული ფარდა ავიწროვებს სივრცეს და ინტერიერს მთელ ხიბლს უკარგავს, მაღლა დაკიდებული ფარდა კი პირიქით – სივრცის შეგრძნებას ქმნის.

6. თუკი ფარდა მაღლა ჯობია, ფოტოებისა და ნახატების შემთხვევაში ეს ყველაფერი პირიქითაა. ნებისმიერი დეკორაცია კედელზე დაახლოებით ადამიანის თვალის სიმაღლზე უნდა განლაგდეს.

7. ყველაფერზე ადრე საღებავის შერჩევა –  დიზაინერები თანხმდებიან, რომ საღებავი არ უნდა იყოს ის, რასაც პირველს შეარჩევთ. მნიშვნელოვანია ოთახის ერთიანი აღქმა – შეგიძლიათ, შეარჩიოთ ავეჯი, ფარდები, ხალიჩა და კედელზე რომელიმე მათგანის, მაგალითად, ხალიჩის ტონები გადაიტანოთ.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან. 

სხვა სიახლეები

ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა ბუქარესტშია

Editor

ინოვაციური პროექტი – იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ემიგრანტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება

Editor

ლაგოდეხის ეროვნული პარკი „World Travel Awards“-ის დაჯილდოებაზეა ნომინირებული

Editor

8 ნოემბერს, ზუსტად 182 წლის წინ, ილია ჭავჭავაძე დაიბადა

Editor

ორი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

Editor

33 ყველაზე უცნაური ნაგებობა მსოფლიოში – 5000-მდე გამოკითხულის მიერ შედგენილი რეიტინგი 

Editor