ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

ვინ იყო უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩეველი, რომელსაც მსოფლიო ლიდერების სიცოცხლე ებარა 

მერაბ (ნიკო) კვიტაშვილი დიდი ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში მუშაობდა. მისი ოჯახი ლონდონში 1919 წელს გადასახლდა და გვარად „კეი“ მიიღო.

II მსოფლიო ომის დროს მერაბი აფრიკაში ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მან ბრიტანეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოხალისედ ჩაირიცხა ინგლისის არმიაში. ომის დროს თავი გამოიჩინა დიპლომატიური გამჭრიახობით და უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა.

ერთ-ერთ სამთავრობო წვეულებაზე, რომელსაც მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის ყველა გამოჩენილი ლიდერი, მათ შორის სტალინი და ჩერჩილი ესწრებოდა, მთელ ამ ელიტას სამი ქართველი იცავდა: დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან კაპიტანი მერაბ კვიტაშვილი და საბჭოთა მხრიდან გენერლები- წერეთელი და ნაჭყებია. სადილის განმავლობაში მათ ხელში იყო მსოფლიოს ბედი. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მათ არ ამოწმებდნენ და არ გაუჭირდებოდათ, აეფეთქებინათ ძლიერი ყუმბარა. „ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც”-აღნიშნავს მოგონებებში მერაბ კვიტაშვილი.

მისი ბიოგრაფიით ერთხელ ბერია დაინტერესდა, პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა და მეორე დღეს უკვე იცოდა, თუ ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. შემდგომში ორჯერ მოუწყო ბერიამ კვიტაშვილს თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. საბოლოოდ, სპარსეთში ბრიტანეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ საბჭოთა საელჩოს პასუხისმგებელ წარმომადგენლებს მკაცრად მოსთხოვეს თავი დაენებებინათ ნიკოლას კეისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს საბჭოთა აგენტებმა მისი თვალთვალი.

ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. ხოლო 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. “ამერიკის ხმის” რედაქციაში მუშაობდა ფსევდონიმით “ნიკო რაჭველი”, ასევე იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის “ბედი ქართლისა” კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს.

მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა, დაკრძალულია ვაშინგტონში.

 

წყარო: სფიჩი

სხვა სიახლეები

თამარ ივერი – ბრავო საქართველო და ბრავო ჩვენს ექიმებს!

Editor

როგორ გამოვიყენოთ სივრცე ოპტიმალურად? – რჩევები მათთვის, ვისაც პატარა ბინა აქვს 

Editor

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

Editor

საახალწლო პოზიტივი თბილისში

Editor

ვინ ვერ შეძლებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას

Editor

”Česká televize”-ს გადაცემის მორიგი  სერია ქართულ კონიაკს და ჩაის მიეძღვნა

Editor