გიორგი ლორიამ კვიპროსზე ორი პრიზი მოიპოვა
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და კვიპროსის „ანორტოსისის“ მეკარემ გიორგი ლორიამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
23-დან 11 შეხვედრაში ქართველმა მეკარეს არცერთი გოლი გაუშვია. ეს საუკეთესო მაჩვენებელია და ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე პრიზი ლორიამ ყველაზე ეფექტური დაცვისთვის აიღო.
ლორია „ანორტოსისის“ შემადგენლობაში გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს. კლუბის ხელმძღვანელია თემურ ქეცბაია.
2020/2021 სეზონზე „ანორტოსისი“ უეფას ევროპის ლიგაში ითამაშებს.