ახალი ამბები დიასპორები საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

“ნუგეში არ გაბედოს ვინმემ… მარტოობამ და მონატრებამ შთანმთქა…”

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლელა თოლორდავას ტკივილიანი და მონატრებით სავსე მონოლოგი, რომელიც უბრალოდ უნდა წაიკითხოთ. 

„რას ვაძლევთ ჩვენს შვილებს იმდენს, რასაც ვართმევთ?!

ცუდად მეძინა, ბებოს უძილობას ვუთევდი ღამეს…

სათვალავი ამერია, იმდენჯერ დავიძინე და გავიღვიძე…

ყოველ ჯერზე, თითქმის, ერთნაირი სიზმარი ვნახე…

ლუკა დამესიზმრა, ჩემკენ მოდიოდა გაშლილი ხელებით…

მეც ვეძახოდი, გენაცვალა შენი დედიკო…

ბჟოლებში ვიყავით, ქუთაისში…

ერთი სული მქონდა, როდის ჩავიკრავდი გულში…

ჩვენს შორის მანძილი რაღაცნაირად დიდდებოდა…

ვეძახდი, მაგრამ ვერ ვაგონებდი ხმას…

ის კი მოდიოდა, ჩემკენ მოდიოდა გრძელი ნაბიჯებით…

გაშლილი ხელებით მოდიოდა ….

ერთი ნაბიჯიღა გვაშორებდა…

წამიც და გულში ჩავიკრავდი…

სიხარულს ატანილს მეღვიძებოდა ამ დროს…

როგორ მწყუროდა მისი ჩახუტება…

მისი გრძელი ხელების ტყვეობაში ყოფნა…

დედაშვილობის უხილავი ძაფი მეხვევა ყელზე…

დედაშვილობის უხილავი ძაფი მახრჩობს, ახლა…

ჩემი ბიჭი უსაზღვროდ მენატრება…

წყალი რომ გწყურია, ისე მწყურია მისი გულში ჩაკვრა…

რამდენს უნდა გაუძლოს დედის გულმა…

რამდენი დედის გულში გიზგიზებს შვილების მონატრების ცეცხლი…

რამდენი დედის გული ქცეულია ფერფლად…

ნუგეში არ გაბედოს ვინმემ…

უნუგეშოა ჩემი მდგომარეობა…

ჩემი ლილეს და ლუკას გარეშე, ფიტულიღა დავრჩი …

თავის მოტყუებაა ყველაფერი…

სინამდვილეში აღარ ვარსებობ…

მარტოობამ და მონატრებამ შთანმთქა…“

სხვა სიახლეები

ალექსანდრე ზაზარაშვილი ‘’Best of The Voice Kids’’- ის საუკეთესო ათეულშია

Editor

“ფოლკი ხვდება ბლუზს”- ქართულ კულტურულ საღამოს შტუტგარტმა უმასპინძლა

Editor

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სვანეთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო 

Editor

გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმი კიევში უჩვენეს

Editor

ვინ იყო ჩხუმლიანი და რა უწოდა მას გაკვირვებულმა ინგლისის დედოფალმა

Editor

ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში ‘’The Oratorio’’

Editor