ახალი ამბები ტურიზმი

“დაშბაშის კანიონზე” უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნული პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. „დაშბაშის კანიონის“ ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.

სხვა სიახლეები

კორონავირუსი საქართველოში უკვე 10-მა ადამიანმა დაამარცხა

Editor

1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება

Editor

“ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ჩვენი სამშობლოა, რომელსაც წლებია, ფიზიკურად მოწყვეტილები ვართ” 

Editor

საუდის არაბეთში ქართული მინერალური წყალი გაიყიდება

Editor

თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

Editor

თურქეთიდან (ადანიდან) – მოკრძალებული “ემიგრანტული” სააღდგომო კუთხე

Editor