ქართული დოკუმენტური ფილმის პროექტი “კავკასიის ახალი ტალანტების” გამარჯვებული გახდა 

დოკუმენტური ფილმის პროექტი “წყალს საზღვრები არ აქვს” “კავკასიის ახალი ტალანტების” (NEW TALENTS CAUCASUS) ორგზის გამარჯვებული გახდა. ფილმის რეჟისორი  მარადია ცაავაა,  ხოლო პროდიუსერები  მარიამ ჭაჭია ლუჩიანო გლორ არიან. 

მარადია ცაავა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე Cinéma du réel და Doclisboa, სადაც რეჟისორს შესაძლებლობა ექნება ინდუსტრიულ პროგრამებში წარადგინოს პროექტი.

დოკუმენტური ფილმის პროექტს- “წყალს საზღვრები არ აქვს” უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება. იგი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ფილმი ამჟამად პოსტ პროდუქციის ეტაპზეა და მას მაყურებელი 2021 წელს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები