ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

ვინ იყო ივანე ვარაზი  – ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მეცენატის ამბავი 

ივანე ვარაზი  ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მეცენატი იყო.  მან, თავის ძმებთან ერთად, 1918 წელს დააარსა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში.

ძმებმა ვარაზაშვილებმა სააქციო საზოგადოების საქმიანობა გერმანიაში განაგრძეს, სადაც, მარგანეცის გარდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციასაც ეწეოდნენ. ივანე ვარაზმა ბერლინში დააარსა ქართული გამომცემლობა Naher Osten (ახლო აღმოსავლეთი).

ძმებმა ჰამბურგში საფუძველი ჩაუყარეს ,,რუსთაველის საზოგადოებას”, ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ბევრი ქართველი სტუდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.

მანამდე ძმებმა თბილისში დააარსეს გამომცემლობა „ქართული წიგნი“. მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართულ ჟურნალ–გაზეთებსა და გამოცემებს.

საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა, ივანე ვარაზი საქართველოში სამშენებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე. ააშენა წალკის ხიდი. ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს.

ასევე მეცენატმა ვარაზმა 1 015 000 მანეთი გამოყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად. გერმანიიდან ივანე ვარაზი, შაჰის მთავრობის მიწვევით, ირანში გაემგზავრა მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელძღვანელად. იგი სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას.

მეორე მსოფლიო ომის დროს მან დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისთვის. ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს და ფერეიდნელ ქართველებს.

ივანე ვარაზაშვილი თეირანში დარჩა. მისი საქმიანობის გამო, საბჭოთა მთავრობა ივანეს ოჯახს დევნიდა. როგორც უცხოეთის აგენტი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. მისი 18 წლის ქალიშვილი ვერა წამებისას შემოაკვდათ. ასევე დახვრიტეს ივანეს შვილი სოსო. შუა აზიაში გადაასახლეს მისი ცოლი და სამი ვაჟი.

ივანე ვარაზაშვილი 1955 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია თეირანში, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში.

წყარო: დიდი ქართველები

სხვა სიახლეები

აღდგომის ორშაბათის ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში – ამბავი მოგზაურთა ჩანაწერებიდან

Editor

ნათლისღება შვედეთის სამეფოში წმინდა გიორგის სამრევლოში

Editor

ანკარაში სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის, ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი ჩატარდება

Editor

“სოსანი”- თავბრუდამხვევი ქართულ-გერმანული თავგადასავალი

Editor

ფანფარების გარეშე მოტანილი ქართული რარიტეტი ‘’Chama Mama’’- ში

Editor

პატარა ქვეყანა, დიდი ძალისხმევა – როგორ გახდა საქართველო სამაგალითო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

Editor