ინფორმაცია ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
9 ივლისიდან ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრომ, საკარანტინო შეზღუდვების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ახალი წესები დაამტკიცა.
- ავტობუსები ყოველდღიურად მუშაობას შეწყვეტენ საღამოს 22:00 საათზე. პარასკევს და შაბათს ძალაში რჩება უკვე არსებული განრიგი.
- მგზავრთა დაშვებული რაოდენობა მარშრუტების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: ქალაქის- 32, საქალაქათაშორისო- 30, გრძელი ავტობუსები-50.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში.