ახალი ამბები დიასპორები ტურიზმი

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროს საზღვრები გაიხსნა

მონტენეგროში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის – საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა და არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები კი ვალდებული იქნებიან სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

საზღვრები საქართველოსთვის ასევე გახსნეს ესპანეთმა,  ლატვიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ. ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

სხვა სიახლეები

“მეგონა, ამაზე დამთრგუნველს ვერაფერს ვნახავდი, მაგრამ…” – რა ხდება ესპანეთში 

Editor

საქართველო სერბული და ბალკანური მედიის ინტერესის ობიექტად იქცა

Editor

თბილისში გაზაფხული ამ ნუშს მოჰყავს…

Editor

„Lonely Planet“ პროექტს “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან„ ვრცელ სტატიას უძღვნის

Editor

“საქართველოსა და გერმანიის ხანგრძლივი სიყვარული” – ინტერკულტურული კონფერენცია ფრანკფურტში 

Editor

ლატვიაში ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყო

Editor