ინფორმაცია ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანებით, 10-დან 15 ივლისამდე პერიოდში შეწყდება ყველანაირი სასწავლო – საგანმანათლებლო პროცესი (სკოლამდელი მომზადების სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, კერძო მომზადების ცენტრებში). ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ბულგარეთში.

“ყველა სახის სასწავლო პროცესი და გამოცდები თუ ტესტები უნდა ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.

ყველა სახის კოლექტიური და სპორტული ღონისძიებები გაიმართება დახურულ კარს მიღმა, მაყურებელთა გარეშე.

კონგრესები, კონფერენციები, სემინარები და მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები შეიძლება გაიმართოს დასწრების საერთო მოცულობის 50%-იანი დასწრებით, ფიზიკური დისტანციის 1.5 მეტრის დაცვით.

კულტურული და გასართობი ღონისძიებები (თეატრი, კინო, კონცერტი და ა.შ.) გაიმართება ამავე პირობით – 50%-იანი მოცულობა და 1.5 მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვით.

აიკრძალა დახურულ სივრცეში, კერძოდ ღამის კლუბებში და მსგავს დაწესებულებებში სიარული.

აიკრძალა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მონახულების მიზნით გარე პირთა სიარული.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.