“დასაწყისი”-ს მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება

დეა კულუმბეგაშვილის ფილმ “დასაწყისი”-ს მსოფლიო პრემიერა  სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. დეას ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად იბრძოლებენ შემდეგი ფილმები:

In The Dusk (Sharunas Bartas)

True Mothers (Naomi Kawase)

Summer Of 85 (François Ozon)

Any Crybabies Around? (Takuma Sato)

Another Round (Thomas Vinterberg)

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არცერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდნენ ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.