საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკაში ახალი ელჩი ჰყავს

რევაზ ბეშიძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  2020 წლის ივლისში დაინიშნა

მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიაში, იაპონიაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს 1996 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ეკავა სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები