პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა
კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით, პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი განახლდა. ახალი მონაცემების თანახმად, ქართული პასპორტი მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილს იკავებდა.
რეიტინგის ათეულში იაპონია, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია და დანიაა.
რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა – აშშ, თურქეთი, რუსეთი და ისრაელი.
საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.
პასპორტების რეიტინგი ეფუძნება კონკრეტული პასპორტის მფლობელთა მოძრაობის თავისუფლებასა და უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.