უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზეა

უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში – 1-ელ ადგილზე.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს  მე-6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები უსწრებენ. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე კი  სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა არიან

2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.