ცნობილი ქართული გამოთქმების ყველაზე კრეატიული ილუსტრაციები (ფოტოკოლაჟი) 

იდიომი არის ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს და თავის თავში რაღაც ახალს მოიაზრებს. იდიომები სამეტყველო ენის განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ყოველდღიური კომუნიკაცია თითქმის წარმოუდგენელი გახლავთ. ზოგიერთ იდიომას საფუძვლად შეიძლება ენის თავისებურება ან წარსულში მომხდარი რაიმე ამბავი ედოს, მათი უმრავლესობა და შეუმჩნევლად შემოდის ენაში და თანდათან მკვიდრდება, თანაც ისე, რომ ახალგაზრდული დისკურსი მის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია.

კოტე იანტბელიძემ სწორედ მსგავსი გამოთქმები აქცია ილუსტრაციებად, სადაც ასახულია ის სცენები, რასაც ამ იდიომებში შემავალი სიტყვები გულისხმობენ ანუ რა იქნებოდა იმ შემთხევაში, თუ გამოთქმას მისი პირდაპირი მნიშვნელობით გავიაზრებდით და არა ისე, როგორც საყოველთაოდ ცნობილი და მიღებულია.

ილუსტრაციები : კრეატივის სკოლა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.