საქართველოთი ინსპირირებული კორეელი მხატვრის შემოქმედება
კორეელი მხატვარი, ჰან ჰიი ვონი, რომლის შემოქმედების შთაგონების წყაროსაც საქართველო, მისი ხალხი და კულტურა წარმოადგენს, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. რა დროსაც საქართველოს თემატიკაზე არაერთი ფერწერული ტილო შექმნა. აღსანიშნავია, რომ ჰანის შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ მხატვრობით – მან, ასევე მრავალი ლექსი მიუძღვნა საქართველოს.
ჰან ჰი ვონი, იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბი, საკუთარი ნამუშევრების გამოფენებისა და პოეზიის საღამოების გამართვასაც გეგმავს. რომლის მიზანია, ხელოვნების მეშვეობით, ქართულ-კორეული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.