ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.
- დაიხურა: სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები.
- რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელში.