„გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“- პროექტი ემიგრანტი ბავშვებისთვის, რომელმაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრები გაარღვია

„გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ – ონლაინ გაკვეთილების უპრეცედენტო პლატფორმაა, რომელმაც მრავალი ემიგრანტი ბავშვი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოსთან და ქართველ თანატოლებთან დააკავშირა. ეს არის პროექტი, რომელიც ნიდერლანდებში არსებული ქართული კულტურის ცენტრისა და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პანდემიის დროს შეიქმნა. „გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“ უკვე 17 ქვეყანას აერთიანებს.

ონლაინ გაკვეთილები პროგრამის, „ახალგაზრდული ხიდების მშენებლობა“(„Building Youth Bridges“), ფარგლებში ხორციელდება.  როგორ უწყობს ახალგაზრდული ხიდების მშენებლობას მსგავსი პროექტი ხელს, როდის და როგორ ჩაეყარა საფუძველი, ამაზე ვიდეობლოგში ,,მედიატორი“ “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, ნიდერლანდებში ქართული კულტურისა და სასულიერო ცენტრის ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო საუბრობს.

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“  2019 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაბნეული ქართველებისა და დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანებაა და მათი ჩართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში. ფონდის მიზნებში გამორჩეული ადგილი უჭირავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემატიკას.

,,პროგრამამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ქართველი ემიგრანტი ბავშვი და მათი მშობელი გააერთიანა და დააკავშირა ერთმანეთთან. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს ამ პროექტითაც გამოჩნდა. ყველაზე მეტად რაც მახარებს და მეამაყება არის ის, რომ ჩვენ გავარღვიეთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის საზღვრები. ეს თემა ყველა ჩვენგანისთვის არის  ემოციური და ტკივილიანი, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ ვუმკლავდებით… ჩვენ შევძელით მათთან დაკავშირება და მომავალში უფრო მეტს შევძლებთ,“ – ამბობს ინტერვიუში თიკა სვანიძე-ვენკო.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.