„Annecy 2020“- ზე „საქანიმა“ ვირტუალური სტენდით იყო წარდგენილი

Annecy International animation Film Festival 1960 წლიდან ფუნქციონირებს და ანიმაციური ფილმების ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია.

მსოფლიო პანდემიის გამო მისი ფორმატი შეიცვალა და „Annecy 2020“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ახლად დაარსებული საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია – „საქანიმა“ ვირტუალური სტენდით იყო წარდგენილი.

წელს 110 ქვეყნიდან 15 570 მონაწილე იყო ანესის ფესტივალზე, აქედან ბაზრობაზე აკრედიტირებული გახლდათ 4130, ასევე წარმოდგენილი იყო 2074 სტენდი და 1130 მდე პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები