ცვლილებები უნგრეთში ბინადრობის ნებართვების მქონე პირებისა და შენგენის 90-დღიანი უვიზო რეჟიმით მოსარგებლეთათვის – გზამკვლევი 

ცვლილებები უნგრეთში ბინადრობის ნებართვების მქონე პირებისა და შენგენის 90-დღიანი უვიზო რეჟიმით მოსარგებლეთათვის – გზამკვლევი

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

ბინადრობის ნებართვების (residence permit) 45 დღით ავტომატურად გაგრძელების წესი, რომელიც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის (state of emergency) პერიოდში, ეხება იმ ბინადრობის ნებართვებს, რომლებსაც ვადა გაუვიდათ 2020 წლის 6 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით და ამ ბინადრობის ნებართვის მფლობელს სურს (და ამისთვის გააჩნია სამართლებრივი საფუძველი – ე.ი. სწავლობს უნგრეთის უმაღლეს სასწავლებელში, ან ოფიციალურად დასაქმებულია უნგრეთში ან არის უნგრეთის მოქალაქის მეუღლე) ზემოხსენებული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება;
45 დღით ავტომატურად გაგრძელების წესი ემსახურება იმ მიზანს, რომ ზემოხსენებული ბინადრობის ნებართვების მფლობელმა პირებმა ამ დოკუმენტის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა უნგრეთის საიმიგრაციო სამსახურში შეძლონ საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ე.ი. 18 ივნისიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა (ანუ საიმიგრაციო სამსახურს საბუთების განსახილველად უნდა ჰქონდეს 30 დღიანი ვადა);

ბინადრობის ნებართვები, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 18 ივნისს  და ამ ბინადრობის ნებართვების მფლობელს სურს აღნიშნული ბინადრობის ნებართვის გაგრძელება, უნდა განახლდეს საიმიგრაციო სამსახურში უნდა მიმართოს საიმიგრაციო სამსახურს. 🔹 იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად საიმიგრაციო სამსახურში საბუთებს შეიტანთ ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე 30 დღეზე გვიან, მოგეთხოვებათ ე.წ. „ბოდიშის წერილი“ (letter of apology), სადაც უნდა მიუთითოთ, რომ ამა თუ იმ მიზეზით (ოჯახური მიზეზი, პანდემიის გამო და ა.შ.) დაგაგვიანდათ საბუთების შეტანა საიმიგრაციოში ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად, რისთვისაც იხდით ბოდიშს. ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე საბუთების შეტანა შესაძლებელია ონლაინ სისტემით

ბინადრობის ნებართვები რომელთაც ეწურებათ (ან უკვე ამოეწურათ) მოქმედების ვადა და მათ მფლობელებს სურთ უნგრეთის დატოვება, იმის გამო, რომ არ გააჩნიათ ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი (მაგ. დაასრულეს სწავლა უნგრეთის უმაღლეს სასწავლებელში); ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ შენგენის 90 დღიანი უვიზო რეჟიმით, ამოეწურათ ან ეწურებათ დღეების რაოდენობა, და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგ. ფრენების არ არსებობა საქართველოსა და უნგრეთს შორის) ვერ ტოვებს უნგრეთს, პირადად უნდა გამოცხადდნენ საიმიგრაციო სამსახურში და აცნობონ აღნიშნულის შესახებ (მაგ. წერილობით უნდა აღწეროთ რომ ფრენების შეჩერების გამო შეფერხებულია უნგრეთიდან თქვენი გასვლა და სამშობლოში დაბრუნება).
ამ შემთხვევაში, უნგრეთის საიმიგრაციო სამსახური გასცემს უნგრეთში დროებითი ბინადრობის სერტიფიკატს, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ნებართვას იძლევა (ანუ ამ დროებითი სერტიფიკატით ❌ აკრძალულია მოგზაურობა/სხვა ქვეყანაში გადასვლა).
სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქემ აღნიშნული სერტიფიკატი უნდა დატოვოს მესაზღვრესთან უნგრეთის საზღვრის გადაკვეთისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები