„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“ – ამ სათაურით „ბიბისი“ საქართველოსა და ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა გახარებულია იმით, რომ  მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას.

ქვეყანაში, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს „კოვიდ-19“- ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული და მხოლოდ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიაშია ნათქვამია, რომ პანდემიაზე წარმატებული რეაგირებისთვის აქებენ  ექიმთა, მეცნიერთა ჯგუფს, რომლებსაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

„ბიბისი“ აღწერს ყველა იმ ღონისძიებას, რაც სახელმწიფომ გაატარა კორონავირუსის პირველი შემთხვევის დარეგისტრირების შემდეგ. ასევე, სტატიაშია ნათქვამი, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ექიმებმა  დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურაა – მარინა ეზუგბაია.

„თუ საქართველო გამოიყურება როგორც კუნძული და ოაზისი გარშემო მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთითაც არ გვაძლევს შესვენების უფლებას. ის ფაქტი, რომ ჩვენთან კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებით გამოიხატება, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში“, – განუცხადა ექიმმა გამყრელიძემ „ბიბისის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.