ნარჩენების მართვის ხელოვნება – სამშენებლო ბლოკები, როგორც ულამაზესი დეკორის ნაწილი


მშენებლობა და რემონტი ყველასათვის დამღლელ და რთულ საქმესთან ასოცირდება, რომლის ყველა დეტალიც წინასწარ, ბევრი ფიქრის შედეგად ითვლება და მისი სისრულეში მოყვანა კოლოსალურ შრომასთანაა კავშირში.

რასაკვირველია, წინასწარვე იზომება და დგინდება საჭირო სამშენებლო და სარემონტო მასალის რაოდენობა, თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, როგორც ეს ქართულ ხასიათს შეეფერება, “გვირჩევნია მოგვრჩეს, ვიდრე დაგვაკლდეს“. შედეგად, ხშირად სრულად გამოსადეგი და დაუზიანებელი მასალა სანაგვეზე ხვდება.

დღეს გვინდა გიჩვენოთ, როგორც შეიძლება ე.წ სამშენებლო ბლოკების სულ სხვა დანიშნულებით გამოყენება, რითაც ერთდროულად თქვენი ბაღისა თუ ინტერიერის დეკორაცია განსხვავებულ, განსაკუთრებულ იერს შეიძენს და მშენებლობაც გაცილებით ეკომეგობრული გახდება. ნარჩენების მართვა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ხშირად გვსმენია, მოწოდებები რომ ძველი ნივთები სანაგვეზე არ უნდა მოვისროლოთ და მათ ახალი სიცოცხლე შევძინოთ. ის რაც სათქმელად ასე მარტივია, შესასრულებლად ძალიან ბევრ სირთულეს შეიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ მცირეოდენი მონდომება დაგჭირდებათ, იდეებზე ჩვენ ვიზრუნეთ და სამშენებლო ბლოკის გამოყენების საუკეთესო მაგალითები თქვენთვის შევკრიბეთ.

    

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები