პირველები ქვეყანაში ჩამოსვლას ბიზნესმენები შეძლებენ

როგორც ვიცით, საქართველო ეტაპობრივად ხსნის საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის და ცნობილია, რომ პირველები ქვეყანაში ჩამოსვლას ბიზნესმენები შეძლებენ.

საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ბიზნესმენებს  ორ ვარიანტს შესთავაზებს: კარანტინში ყოფნის საფასურის გადახდას ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულ გავლას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 „მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს.

ეს ბიზნესმენებმა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავადაც იყონ უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტორებთან კომუნიკაცია“, – განაცხადა თურნავამ.

ფასიანი კარანტინი დაეხმარება სასტუმროებს, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ პანდემიის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.