ბორდოს ღვინის კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ბორდში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, “Citadelles Du Vin” ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა – 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა – 2018“ და „წინანდალი იბერიული – 2018“. “შუმის” ღვინომ „ბიო საფერავი – 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.

ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა “მეღვინეობა ხარებას” ღვინო „კრახუნა – 2019“.

კონკურსში მსოფლიოს 46 ქვეყნის საუკეთესო ღვინოები მონაწილეობდნენ. ჟიურის წევრები კი მსოფლიოს საუკეთესო ენოლოგები, ღვინის კრიტიკოსები და ღვინის ჟურნალისტები იყვნენ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები